FAO საქართველომ მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

მცირე საინვესტიციო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
FAO საქართველო, ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს განაცხადების მიღებას მცირე საინვესტიციო მხარდაჭერისთვის, პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროსთან პარტნიორობით.
საგრანტო შესაძლებლობები მოიცავს: – მცირე გრანტები: $1,000 – $10,000 ოდენობით, ხოლო საშუალო გრანტები: $10,000 – $20,000 ოდენობით.
გრანტის ბენეფიციარები შესაძლოა იყვნენ როგორც ფიზიკური პირები – ფერმერები და ბიზნეს მეწარმეები, ასევე ორგანიზაციები, მათ შორის მოგებაზე ორიენტირებული და არაკომერციული პირები, კოოპერატივები, ასოციაციები, ბიზნეს კომპანიები, ფერმერთა/მწარმოებელთა ჯგუფები.
სამიზნე სფეროს წარმოადგენ სოფლის მეურნეობა: ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა, რძის პროდუქტები, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა და მეღვინეობა. ტურიზმი: აგროტურიზმი, გასტროტურიზმი, ტურისტული მიზიდულობის არეალების განვითარება.
განაცხადის წარდგენა შეგიძლიათ ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე 📩 GE-Investment-scheme@fao.org 2026 წლის 25 თებერვლამდე.
კრიტერიუმები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ შემედეგ ელექტრონულ მისამართზე https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=696143 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ადგილობრივ კოორდინატორს ეკატერინე ნაროუშვილს 595 183663.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content