
20 ნოემბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე კობა დარჯანია უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა განიხილეს საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ.
კომისიის სამუშაო შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნანა ბირკაია და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი როლანდ წულაია ესწრებოდა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: