მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა მოქალაქეებთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნანა ბირკაიამ და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ა(ა)იპ „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა“ სისხლის უანგარო დონორთა აქცია – „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გამართა. ორგანიზაცია დონაციით მიღებული სისიხლით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
სისხლის უანგარო დონორობის აქცია მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებით გაიმართა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content