მარტვილის მუნიციპალიტეტში, დიდი ჭყონის ბერმუხას სტადიონმა საფეხბურთო ფესტივალ „ბერმუხა“-ს ფინალს უმასპინძლა.
ფესტივალის ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს შორის საფეხბურთო გათამაშება გაიმართა, რომლის ფინალური თამაშები ტრადიციულად დიდი ჭყონის „ბერმუხა”-ს სტადიონზე მოეწყო.
საფეხბურთო ფესტივალის ფინალურ თამაშებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გამარჯვებული გუნდები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ასევე დასახელდნენ ნომინაციაში გამარჯვებულები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: