მერმა თანამშრომლებს გიგა წოწონავა წარუდგინა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს ახალი უფროსი ჰყავს. ცენტრის უფროსად გიგა წოწონავა დაინიშნა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ გიგა წოწონავა თანამშრომლებს დღეს წარუდგინა. ცენტრის ახალი უფროსი პროფესიით ეკონომისტია. მას საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
გიგა წოწონავა ა(ა)იპ მარტვილის კეთილმოწყობის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა.
კეთილმოწყობის ცენტრი მალე ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში გადავა და თანამშრომლები მუშაობას კომფორტულ გარემოში განაგრძობენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content