მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

17 მარტს გაიმართა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ზაალ გოროზია.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები

1.         ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი – ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.      მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.      ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ.

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.      მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები შემოღების შესახებ

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.         ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2013 წლის სახელმწიფო შესყიდვების კორექტირებული გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 31 დეკემბრის №32  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.       მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ანგარიში.

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის  მარტვილის მუნიციპალიტეტის ,,სკოლამდელ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრი“-ს წესდების დამტკიცების თაობაზე.

/მომხსენებელი-ზაალ გოროზია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ლევან თოფურია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, აღნიშნულ საკითხებზე დამსწრე საკრებულოს წევრებს შორის გაიმართა დებატები, რის შემდეგაც საკითხებს ეყარა კენჭი და მიღებულ იქნას შესაბამისი დადგენილება და განკარგულება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content