საკრებულოს სხდომა

6 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი საკრებულოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის  დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.  მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (პირველი კვარტალი) შეფასება

                 /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი  კომისიების  პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისიN35განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

5.  დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

6.  მოქალაქე თამთა სუჯაშვილის მკურნალობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

7.  სხვადასხვა

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content