რიგგარეშე სხდომა

8 ივლისს  12:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა . სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები,  მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა  და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები :

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია საკრებულოს თავმჯდომარე/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სხელმწიფო შესყიდვის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content