სასულე ორკესტრი მარტვილში

12 ივლისს მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში,  მიტროპოლიტი პეტრეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა პოეზიის საღამო, რომელიც ეძღვნებოდა უნიჭიერესი შემოქმედის, ტრაგიკულად დაღუპული თამაზ ბაძაღუას, დავით მჭედლურის, თენგიზ ჩალაურის და გენადი ნანავას ხსოვნას. 32 წლის წინ, ეს უნიჭიერესი ადამიანები,  სწორედ ამ ტაძრის ეზოში გამართულ პოეზიის საღამოში იღებდნენ მონაწილეობას, თავიანთ მეგობრებთან ერთად.
აღნიშნულ ღონისძიებაზე მოსწავლეების მიერ წაკითხულ იქნა მათივე ლექსები, რომლითაც გაალამაზეს საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრბულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტროი გია ელიავა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე, კინოთმცოდნე ზვიად დოლიძე, ბუბა კუდავა, გენო კალანდია, უჩა შერაზადაშვილი, ივანე ამირხანაშვილი, ლევან თითბერია, ბათუ დანელია,  ზაურ კალანდია, მიხეილ ბაძაღუა და მალხაზ ბაძაღუა , რომლის ინიციატივითაც გაიმართა ეს საღამო.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ და გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ სტუმრებთან ერთად, თამაზ ბაძაღუას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

მარტვილის საკათედრო ტაძრიდან სტუმრებმა, სალხინოს  დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში გადაინაცვლეს. სადაც N19 ხელოვნების სკოლის სასულე ორკესტრმა, ღია ცის ქვეშ კონცერტი გამართა და დიდი მოწონება დაიმსახურა, დამსწრე საზოგადოების მხრიდან. კონცერტის დასრულების შემდეგ სტუმრებს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მათ ხელმძღვანელებს  არაჩვეულებრივი საღამოსთვის, საკრებულოს თავმჯდომარემ და მიტროპოლიტმა პეტრემ სურვილი გამოთქვეს იმისა, რომ მარტვილშიც ჩამოყალიბდეს მსგავსი ორკესტრი, რათა ხელი შეეწყოს კულტურულ განვითარებას.  კონცერტის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა პეტრემ სტუმრებს დადიანების სასახლეში უმასპინძლა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content