14 ივლისს 12:00 საათზე მარტვვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 14 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მარტვილის მუნიციპაიტეტის სოფ. კიწიაში მდინარეების-გურძემიაზე და კორჩეზე არსებული ხიდების, სოფელ სალხინოში მდინარე ვახაზე არსებული ხიდებისა და ქ.მარტვილში ქვაითის ხვინგიების უბანში და ნალეფსაოს უბანში ი.ოდიშარიას სახლთან არსებული ხიდ-ბოგირების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის სახელწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N67 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. საარჩევნო ღონისძიებების ჩასატარებლად შენობა-ნაგებობის გამოყოფის შესახებ
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.