რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი

ქ. ფოთში, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში,რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
17 ივლისს ფესტივალის მეორე დღეს, 20:00 საათზე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ, წარმოდგენილ იქნა სპექტაკლი „ჯაყო“ მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოების მიხედვით. სამხატვრო ხელძღვანელი და რეჟისორი: გოჩა კაპანაძე. სპექტაკლს ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს წევრი ირინა გადელია, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი გივი ელიავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, მთავარი სპეციალისტი განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში მარინე თოფურია და მარტვილის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს პედიატრი ქეთინო ბასილაია.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მარტვილის წარმომადგენლები ნინელი ჭანკვეტაძეს, შიო აბრახამიასა  და ცხინვალის თეატრის მსახიობებს შეხვდნენ. მათ მადლობა გადაუხადეს მსახიობებს ამ დღისათვის და წარმატეტები უსურვეს მომავალში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content