2015 წლის 24 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა რიგგარეშე საკრებულოს სხდომა. სხოდმას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნულ საკითხებზე საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება და განკარგულება.