სტუმრობა მარტვილში თეატრალური ფესტივალის ფარგლებში

15-25 ივლისს ფოთში იმართება, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში,  ფოთი მასპინძლობს დღეში ორ სპექტაკლს, ფესტივალში მონაწილეობს, საქართველოს ყველა რეგიონალური სახელმწიფო თეატრი და სტუმრის სახით იმყოფებიან, პოლონეთიდან ორი თეატრალური დასი  და რომის თეატრი იტალიიდან. ფესტივალის ბოლოს, სტუმრის რანგში ფესტივალს შემოუერთდება მსახიობები ბელორუსიიდან. ფესტივალის ჩატარების იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია ნინელი ჭანკვეტაძე, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია. ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.  გარდა იმისა რომ,  ხდება სპექტაკლების წარმოდგენა, ფესტივალის ორგანიზატორები, ფოთის მერიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ფესტივალის მონაწილეებს სთავაზობენ სხვადასხვა წარმოდგენებს და ექსკურსიებს. ამ ექსკურსიების ფარგლებში,  22 ივლისს ისინი იმყოფებოდნენ სენაკში, სადაც მოინახულეს ნოქალაქევის ციხე-გოჯი. შემდეგ კი გამოემგზავრნენ მარტვილში, სადაც მოინახულეს მარტვილის კანიონი და  სალხინოს დადიანების საშემოდგომო  რეზიდენცია. დღის ბოლოს კი უცხოელ სტუმრებს ქართული და მეგრული სამზარეულო გააცვნეს და კერძების მომზადების პროცესს დაესწრნენ. იტალიელ სტუმრებთან ერთად მარტვილში იმყოფებოდნენ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე,   ანსამბლ “რუსთავისა” და “ქუჩის მუსიკოსების წევრი” – მერაბ სამყურაშვილი, ფოთის, ზუგდიდისა და სენაკის  ხელისუფლების წარმომადგენლები.
მარტვილში სტუმრებს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ და გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ უმასპინძლა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content