31 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა, საკრებულოს ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები :
1. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961-ე, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. ქ.მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შორენა გაბისონიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის სახანძრო ან/და სამშენებლო სამსახურის (დანაყოფის) ლიკვიდაციის შემდგომ მის ბალანსზე რიცხული, უძრავი (მიწა, შენობა-ნაგებობები ს/კ N41.09.03.167) და მოძრავი (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
აღნიშნული საკითხები გადაეგზავნა შესაბამის კომისიებს განსახილველად, რომლებსაც განესაზღვრათ დრო, 2015 წლის 4 აგვისტომდე.