დარჯანიას თასის ფინალი

20 აგვისტოს დასრულდა დევიზ დარჯანიას თასის გათამაშება სოფლებს შორის , ფეხბურთში, რომელმაც სტარტი 20 ივლისს აიღო. ფინალური შეხვედრა დიდი ჭყონის „ბერმუხას“ სტადიონზე გაიმართა, აღნიშნულ თამაშს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია,  მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია  საკრებულოს წევრები მარტვილის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია და სხვა პირები.
თამაშის მიმდინარეობისას უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შსს მარტვილის სამმართველოს პოლიცია.
ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს სოფ. სერგიეთი და სოფ. კურზუ დაუპირისპირდა. შეხვედრა სერგიეთის გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.
თამაშის დასრულების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებზე გასულ გუნდეს თასები მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ  გადასცა. თამაშის ბოლოს, მედლები და  დიპლომები გადაეცათ სხვადასხვა მონაწილეებს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა ნიკუშა ქუთათელაძე (სერგიეთი), საუკეთესო მეკარედ ირაკლი ლომთაძე(სერგიეთი),საუკეთესო მცველი-შალვა მორგოშია(სერგიეთი), საუკეთესო ნახევარმცველი-კახა ცქვიტარია(კურზუ).
ტურნირის ორგანიზატორებმა,  მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა გიგა სურმავა, ხოლო   შსს  მარტვილის პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი ფაცაცია, ტურნირის  ორგანიზებაში დახმარებისათვის.
საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა მადლობა გადაუხადეს ტურნირის მონაწილეებს და წარმატებები უსურვეს მომავალ გათამაშებებში.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content