8 ოქტომბერს, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტური სახლში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში მარტვილის ,,ეტალონი“ მოსწავლის გამოსავლენად ინტელექტუალური შეჯიბრება ჩატარდა . თამაშში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 34 მოსწავლე მონაწილეობდა. ,,ეტალონი“ მოსწავლე გახდა სალხინოს საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე ცაავა. გამარჯვებულს დიპლომი კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მურმან წოწორიამ გადასცა, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს სიგელები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა პაშა გულორდავამ გადასცა. „ეტალონი“ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუდფების მიერ მხატვრულად გაფორმდა. ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა. ასევე „ეტალონს“ ესწრებოდნენ: გამგებლის მოადგილე დავით სილაგავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.