საკრებულოს სხდომა

7 მარტს, 12:00 საათზე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვარლამ ქაჯაია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/

2.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
/თანამომხსენებელი-გიორგი გოროზია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ/შ/

3.,,მარტვილის  მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
/თანამომხსენებელი-გიორგი გოროზია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ/შ/

4.ქალაქ მარტვილში მცხოვრებ ლელა წურწუმიაზე მცირეწლოვან შვილის, ანამარია ზარქუას სამკურნალოდ თანხის  ჩარიცხვის შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/

5.მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ნიკა    ნაროუშვილზე, შვილის მარიამ ნაროუშვილის სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content