ბიუროს სხდომა

4 მარტს, 13:00 საათზე  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ბიუროს სხდომა, სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვარლამ ქაჯაია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახელების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი.
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი./
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა და  შეფასება.
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი./
3.            ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მ/შ/
/თანამომხსენებელი-გიორგი გოროზია, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელის მ/შ/

ბიუროს სხდომამ მიიღო გადაწყვეტილება 7 მარტის საკრებულოს სხდომაზე გასულიყო შემდეგი საკითხები: 1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახელების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი.
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რაც შეეხება მესამე საკითხს, იგი გადადებულ იქნა შემდეგი სხდომისთვის.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content