მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა.
7 მარტს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით, კულტურის სახლში სარვამარტო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მარტვილის წარმატებულ ქალბატონებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრები მათ საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ბარამიამ გადასცა.
8 მარტი ქალბატონებს მარტვილის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა სპექტაკლით მიულოცა, რომლებმაც ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ წარმოადგინეს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.