9 აპრილი-ტრაგედიის დღე

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად დაღუპული გმირის–აზა ადამიას საფლავი გვირგვინით შეამკო.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მარტვილელი, 22 წლის სტუდენტი აზა ადამია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საჯარო მოხელეებმა და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა, გმირულად დაღუპული აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს გმირის სახელობის N2 საჯარო სკოლის ეზოში მდებარე მისი მონუმენტი და საფლავი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content