13 აპრილს, დედაენის კვირეულის „ენა ბურჯი ეროვნებისა“-ს ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ, მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდელებმა წარმოადგინეს თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენა. ღონისძიებაში სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები და მათი პედაგოგები მონაწილეობდნენ. პატარებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები, მათ ტროტუარი ფერადი ასოებით მოხატეს. ღონისძიების ბოლოს გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენა, რის შემდეგაც დედაენის ტორტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მშობლები და სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.