🇬🇪მარტვილში ზვიად გამსახურდიასა და რეფერენდუმის გამოცხადების დღე აღინიშნა.
✅მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს, შემდეგ კი მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში, რეფერენდუმთან დაკავშირებით მოწყობილი გამოფენა დაათვალიერეს.
📌ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს თბილისში, ქართველი მწერლის, აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში.
იგი იყო ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), საქართველოს ეროვნული გმირი. გამსახურდია გარდაიცვალა 1993 წლის 31 დეკემბერს.
📌31 მარტი ასევე რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, 3 295 493-მა ამომრჩეველმა წერტილი დაუსვა 70 წლიან რუსულ-საბჭოთა ოკუპაციას და ხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას მისცა. რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილს, ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.