8 აპრილს, მარტვილის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში გაიმართა დედა ენის კვირეულისადმი მიძღვნილი ესსეების კონკურსი, „მტრობა ენისა არს მტრობა ქვეყნის“, რომელშიც მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
აღნიშნული ღონისძიება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. ამ პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება, მშობლიური ენის მიმართ პასუხისმგებლობის გააზრება, ენის სიწმინდის დაცვა და გამართული მეტყველების არსის გაცნობიერება საზოგადოებაში.
კონკურსანტები, პროექტის ფარგლებში შექმნილმა კომისიამ შეაფასა სხვადასხვა კრიტერიუმებით.
კონკურსის თითოეული მონაწილე მისი დასრულების შემდეგ დაჯილდოვდება, დასკვნიტი ეტაპი 14 აპრილს კულტურის სახლში გაიმართება.