საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

23 მაისს, 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, დელეგაციის წევრები პოლონეთიდან, ქალაქ ჩარნკოვის საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე, სკოლის დირექტორი და სხვა ოფიციალური პირები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 მაისის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
/თანამომხსენებელი-ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი/
საკრებულოზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილება და განკარგულება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content