“მუსიკის ჰანგები”- პრემიერა მარტვილში

17 მაისს 19:00 საათზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში გაიმართა პრემიერა ინგლისურენოვანი მიუზიკლის „მუსიკის ჰანგები“, რომელშიც საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისურად მიუზიკლი “მუსიკის ჰანგები” საქართველოში მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა.
პროექტს, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლა “London Centre” ახორციელებდა.
მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი წითური-ხოშტარია;
მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა გორგაძეს;
კოსტუმების მხატვარი – აჩი მაისურაძე;
დიზაინერი – თეა მიქაია.
ტექსტის ლიტერატურულ გამართვაზე იმუშავა “London Centre”-ის პედაგოგებმა, რომლის დამფუძნებელია ფიქრია ჭყონია, თანადამფუძნებელი ნანა კალმახელიძე. სკოლის დირექტორია ნანა ახვლედიანი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლისათვის მსგავსი პროექტი პირველი არ არის.
2014 წელს მათი თაოსნობით და ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩარლზ დიკენსის ,,ოლივერ ტვისტის“ მიხედვით მიუზიკლი ,,ოლივერი“ დაიდგა, რომელიც როგორც რეგიონებში, ასევე თბილისის თეატრებში იქნა წარმოდგენილი და დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანეს, როგორც მოსწავლეების მშობლებმა, ასევე ბიზნესმენებმა გოგი ჩიხლაძემ და ალექსანდრე ახვლედიანმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
მიუზიკლმა დამსწრე საზოგადოების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content