23 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, სოფელ ნაჯახაოს საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო.
საბავშვო ბაღი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და მარტვილის დამეგობრებული ქალაქ ჩარნკოვის გამგებლის მოადგილემ მონიკა პიოტროვსკამ საზეიმო ვითარებაში გახსნა. ბაღის გახსნას, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქ ჩარნკოვის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სტუმრებმა საჩუქრად სათამაშოები გადასცეს.
ბაღის სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 39580 ლარი შეადგინა. სულ სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 10 ადამიანი. ბაღის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.