დავასუფთაოთ საქართველო-პროექტი

30 მაისს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და სბმკ „ორქისი“-ის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პროექტი „დავასუფთაოთ საქართველო“ გააცნეს, მათ ისაუბრეს დასუფთავების პრობლემებზე და მათ გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნებზე, ნარჩენების მართვის საერთაშორისო ვალდებულებებზე, ევროპულ გამოცდილებებზე და საქართველოში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის  მოსახლეობაზე ზეგავლენის შეფასებაზე.

პროექტის პრეზენტაცია, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორმა, ნარჩენების მართვის ექსპერტმა ხათუნა ჩიკვილაძემ და ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, გარემოს მონიტორინგის ექსპერტმა ნუგზარ ბუაჩიძემ წარმოადგინეს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content