ავტო შოუ მარტვილში

28 მაისს, ქალაქ მარტვილის ცენტრში, „იმერეთის თასის“ გათამაშების,  ავტო-მოტო შეჯიბრის შემდეგი ეტაპი  ჩატარდა.

შეჯიბრი მარტვილის მუნიციპალიტეტისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის მხარდაჭერითა და ავტო-მოტო კლუბი „იმერეთის“  ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიების მიმდინარეობისას უსაფრთხოების დაცვა მარტვილის პოლიციის სამმართველომ უზრუნველყო. ღონისძიების ადგილას, მთელი დღის განმავლობაში ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეჯიბრი მოეწყო ორ სახეობაში, წინა წამყვანი თვლების  და უკანა წამყვანი თვლების მანქანებს შორის, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები იღებდნენ. ორივე სახეობაში გამოვლინდა პირველ სამ ადგილზე გასული მონაწილეები, რომლებიც ქუთაისში ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content