1 ივნისს, 13:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდა. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხი:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო გეგმის, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საიჯარო გეგმისა და საპრივატიზაციო, საიჯარო ნუსხის დამტკიცების შესახებ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბიუროს სხდომა გაიმართება პარასკევს 3 ივნისს 13:00 სთ-ზე. ხოლო საკრებულოს სხდომა ჩატარდება ორშაბათს, 6 ივნისს 12:00 სთ-ზე.