შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით 24 ივნისს, მარტვილის, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და შეზღუდული შემოქმედების მქონე პირები იღებდნენ.
ღონისძიება კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.