5 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა, კომისიის თავმჯდომარე ამბროსი ჭყონია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
- კომისიაში შემოსული განცხადებების განხილვა
ა) რევაზ კვესელავა – მარტვილი, თ. წოწორიას ქ.;
ბ) ნუგზარ ქიქავა–აბედათის ადმინისტრაციული ერთეული;
გ) მელენტი სხულუხია–სალხინოს ადმინისტრაციული ერთეული;
დ)მონიკა ჩქოფოია–ქ. მარტვილი, თამარ მეფის ქ. N18;
ე) მინდია თოფურია–ნაგვაზაოს ადმინისტრაციული ერთეული;
ვ)მურმან დანელია–ნაჯახაოს ადმინისტრაციული ერთეული;
ზ)ტარიელ თორდინავა – დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეული;
თ)სანდრო ქაჯაია – ონოღიის ადმინისტრაციული ერთეული;
ი)გია ქვარცხავა– დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეული.