29 სექტემბრეს, 11:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ ახვლედიანი უძღვებოდა.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი:
1.„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
(მომხსენებელი- ელიზბარ ახვლედიანი, კომისიის თავმჯდომარე)