დავით ბარამიას ანგარიში

14 სექტემბერს ქ. მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატმა დავით ბარამიამ, საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.

დავით ბარამიამ, მოსახლეობასთან შეხვედრისას, შესრულებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დასრულებულია შემდეგი სამუშაოები:

1.            ნახარებაოს უბნის გარე განათების დამონტაჟება;

2.            სოფელ ქვაითში ასფალტის საფარის მოგება;

3.            ნალეფსაოსა და საელიაოს  უბანში გზის მოხრეშვითი სამუშაოების და ხიდე–ბოგირების რეაბილიტაცია;

4.            მშვიდობის ქუჩის მესამე შესახვევში სანიაღვრე არხის მოწყობა.

მომხსენებლის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს:

1.            წოწორიას ქუჩის ასფალტირება;

2.            9 აპრილის ქუჩის ასფალტირება;

3.            მშვიდობის ქუცის მესამე შესახვევის ასფალტირება.

სამომავლოდ დაგეგმილია:

1.            ნახარებაოს უბნიდან ქალაქის ცენტრამდე, ტროტუარისა და არხის მოწყობა;

2.            ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ქუჩების რეაბილიტაცია;

3.            სპორტდარბაზის მშენებლობა, რომლის პროექტიც უკვე არსებობს და  რომლის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content