ახალი სასწავლო წელი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს საჯარო სკოლებს ესტუმრა და სწავლის დაწყება მიულოცა. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა და პირველ კლასელებს ნეთბუქები  დაურიგდა.

2016–2017 სასწავლო წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 387 და კერძო სკოლას 14 პირველ კლასელი ეყოლება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content