ზურაბ მელიავას ანგარიში

19 სექტემბერს საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, სოფელ სერგიეთის მოსახლეობას, დეპუტატმა ზურაბ მელიავამ ანგარიში წარუდგინა.

მან აღნიშნა, რომ 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია, კერძოდ: საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების III ეტაპი დასრულებულია, ამავე სოფელში ბობოთის უბანში დაწყებულია გარე განათების სამუშაოები, ასევე ესულავეს უბანში კეთდება  მინი საფეხბურთო მოედნის განათება.

ამასთან სოფლის მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად  ჩემს მიერ, საკითხი დასმული იქნა საკრებულოს სხდომაზე, გაბიონის მოწყობის თაობაზე, რომელიც დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სამუშაოები დასრულებულია, რომელზეც მოსახლეობამ    კმაყოფილება გამოთქვა.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დაისახა მთელი რიგი ღონისძიებები შემდგომი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ცნობისათვის 2017 წელს დაგეგმილია ახლად აშენებული საბავშვო ბაღის გახსნა, რომელიც გათვალისწინებულია 30 ბავშვზე, აგრეთვე 2017 წელს გათვალისწინებულია სოფელ სერგიეთის  ნახარებაოსთან დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარით მოწყობა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content