2016 წლის ,,ჭყონდიდლობის“ დღესასწაულის პროგრამა

10:00 საათი – საზეიმო წირვა-ლოცვა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის  საკათედრო ტაძარში.

11:00  საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლის გვირგვინით შემკობა.

11:05  საათი – კოლხური ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეების დათვალიერება

12:00 საათი – მსვლელობა მარტვილის  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრისკენ.

13:00 საათი – ღონისძიება მარტვილის  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის  საკათედრო ტაძარის ეზოში.

14:00 საათი – წმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ტაძრის საძირკვლის კურთხევა  და  სპორტული დარბაზის გახსნის ცერემონიალი კერძო სკოლა ,,სხივში“.

16:00 საათი – საპატიო მარტვილელის არჩევის საზეიმო ცერემონიალი.

19 :00 საათი – ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი გალა–კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით.

მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზები. დაესწროთ სპორტულ–სანახაობრივ ღონისძიებებს ქალაქის ცენტრსა და სასპორტო სკოლის ეზოში და საზეიმო კონცერტს ღია ცის ქვეშ  ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით.

ღონისძიებას დაასრულებს  გრანდიოზული ფოიერვერკი

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content