5 ოქტომბერს საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, სოფელ ნაგვაზაოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.
ლევან სურმავამ მოსახლეობასთან , 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ მიმდინარეობს სოფლების ნაგვაზაოსა და ხუნწის დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა. რომლის ღირებულებაა 210 000 ლარი;
სოფელ ნაგვაზაოში, სოფელ ხუნწთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო 2096 მეტრი ასფალტობეტონის საფარი, ასევე მოეწყო დამხმარე ნაგებობი
მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა სამომავლო გეგმები, რომელიც ნაგვაზაოს უბნებში გზის საფარის ასფალტით მოწყობას გულისხმობს