დათო ჯგერენაიას ანგარიში მოსახლეობას

10 ოქტომბერს, საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის შესაბამისად, სოფელ გურძემის მაჟორიტარმა დეპუტატმა დათო ჯგერენაიამ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრაზე ისაუბრეს 2016 წელს შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.
დათო ჯგერენაიამ აღნიშნა, რომ 2016 წელს „სოფლის პროგრამით“ დაგეგმილი სამუშაოები შესრულებულია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოფლის ცენტრში აშენდა სოფლის ადმინისტრაციული შენობა, რომელმაც ძალიან დაამშვენა სოფლის ცენტრი.

მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა სამომავლო გეგმები:
1. „გუგერი–ნახურცილაოს“ გზის რეაბილიტაცია, ასფალტის საფარის დაგება.

2. მოსახელობის გამრიცხველიანება, კომუნალურის ინდივიდუალურით შეცვლა.

აგრეთვე დაისახა პერსპექტიული სამუშაო გეგმა: 2017–2018 წლებში საბავშვო ბაღის მშენებლობა და „გუგერიდან სოფლის ცენტრამდე გარე განათების მოწყობა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content