ნუკრი გეგელიას მოსახლეობასთან შეხვედრა

17 ოქტომბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მაჟორიტარი დეპუტატი ნუკრი გეგელია ამომრჩევლებს შეხვდა და მათ მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

დეპუტატმა ნუკრი გეგელიამ, მოსახლეობასთან შეხვედრისას „სოფლის პროგრამით“ განხორციელებულ და  სამომავლო გეგმებზე გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ 2016 წელს განხორციელდა შემდეგი პროექტები:

1.            მდ. წაჩხურაზე საავტომობილო ხიდის მშენებლობა;

2.            სალხინოს კულტურის სახლის ეზოს შემოღობვა;

3.            ლეკეკუტიეს უბანში მდ.ტეხურაზე ნაპირსამაგრის მოწყობა;

4.            შ. სურმავას სახლთან (ლეცავეს უბანი) ბოგირის რეაბილიტაცია;

5.            წაჩხურუს უბანში ხიდ–ბოგირის რეაბილიტაცია;

6.            ჟინოთის უბანში გზის დაგრეიდერება მოხრეშვა;

7.            ლესხულუხეს უბანში მდ.წაჩხურაზე ნაპირსამაგრის მოწყობა;

8.            ვახის უბანში გზის დაგრეიდერება–მოხრეშვა და სანიაღვრე არხის ამოღება;

9.            სალხინო–ლეცეკვე საავტომობილო გზის მოასფალტება;

10.          წაჩხურუს მონასტრამდე მისასვლელი გზის მოასფალტების მე–2 ეტაპის დასრულება.

11.          სალხინოს კულტურის სახლის ეზოში შოთა რუსთაველის ძეგლის რეაბილიტაცია;

12.          წაჩხურუს უბანში სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია.

მოსახლეობამ შესრულებულ სამუშაოებზე კმაყოფილება გამოთქვა. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემები და დაისახა სამომავლო გეგმები:

1.            ლეჭაჭუეს უბანში ი. გულორდავას სახლთან დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა მდ.ონტყოლე–ზე;

2.            ლეკეკუტიეს უბანში ფეხბურთის მინი სტადიონის მშენებლობა;

3.            სალხინოს ცენტრში გასართობი ცენტრის მოწყობა;

4.            ლეხურცილავეს უბანში ი. ხულორდავას სახლთან ლითონის მილ–ხიდის მოწყობა;

5.            სალხინოს ცენტრში ბესიკ ხულორდავას ქუჩაზე გარე განათების მოწყობა;

6.            ლეგულორდავეს უბანში ე.გულორდავას სახლთან ხიდ–ბოგირის რეაბილიტაცია;

7.            ლესხულუხიეს უბანში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მილების შეძენა;

8.            ჟინოთის უბანში არსებული გასართობი ცენტრისთვის ჩოგბურთის მაგიდის შეძენა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content