მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრა

მარტვილში,  მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგო გოგოტიშვილი და პროექტის მენეჯერი. თეონა რობაქიძე იმყოფებოდნენ. შეხვედრის მიზანს ონოღია–ნაჯახაოს  გზის და სერგიეთის საფეხბურთო სკოლის პროექტის განხილვა წარმოადგენდა.

თენგო გოგოტიშვილის თქმით, ონოღია–ნაჯახაოს გზის სამუშაოების ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება, პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია. ხოლო სოფელ სერგიეთში,  მარტვილის  საფეხბურთო სკოლის მშენებლობის პროცესი შედარებით ხანგრძლივია, ცნობილია, რომ საფეხბურთო სკოლის პროექირება სრულიად დასრულებულია,    ერთი მილიონი ლარი მოძიებულია და ტენდერი დასრულებულია. პროექტების მართვის სამსახურის უფროსის განმარტებით საფეხბურთო სკოლის მშენებლობა ზაფხულში დასრულდება.

შეხვედრას ,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფელ სერგიეთის, ონოღიის და ნაჯახაოს  მოსახლეობა და საფეხბურთოს სკოლის დირექტორი ჯესი სურმავა, სკოლის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content