მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავა პოლონელ ბიზნესმენებს მარტვილის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში შეხვდა. შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ადგილობრივი და პოლონელი ბიზნესმენების დაახლოება და ბიზნესწინადადებების შემუშავება იყო. მათ ისაუბრეს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროში პარტნიორობის გააქტიურების პერსპექტივებზე, ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე, ასევე, მზადყოფნა გამოთქვეს საქმიანი კავშირების გაღრმავებასთან და ერთობლივი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე მოეწყო პოლონური წარმოების პროდუქციის პრეზენტაცია.