შეხვედრა მოსწავლეებთან

3 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მე–9 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მარტვილში მოთხოვნად და პერსპექტიულ პროფესიებზე. შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეებს ზოგადი წარმოდგენა შექმნოდა პროფესიების სირთულეებთან და მათი სწორად არჩევასთან  დაკავშირებით.
მოსწავლეებთან შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად,  ასევე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები დავით სილაგავა და მერაბ ქვარცხავა, საკრებულოს აპარატის უფროსი გურამ წოწორია, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემების შესახებ კითხვები დაუსვეს და შესაბამისი პასუხები მიიღეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content