საკრებულოს სხდომა

5 დეკემბერს, 12:00 საათზე , მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია.

სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, ჟურნალისტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2.მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშის (მესამე კვარტალი) დამტკიცების შესახებ;

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 2015-2016 წელებში მარტვილის მუნიციპალიტეტში შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული ეკონომიის ხარჯზე შესასრულებელი სამუშაოების ნუსხის მოწონების შესახებ.

/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content