23 დეკემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ: მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გაბისონია, გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, საფინანსო–საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გია ჩიხლაძე, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი ქეთევან ბაჩილავა, აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები.
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2 ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტისათვის ორი ერთეული კომპაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანისა და 100 ერთეული ნარჩენების კონტეინერის შესყიდვის მიზნით სესხის აღების თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7. 2017 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების მოწონებისა და ინიცირების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
8.სხვადასხვა.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.