“რა? სად? როდის?” ჩემპიონატი მარტვილში

23 დეკემბერს, 14:00 საათზე, მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკაში  კონკურსი „რა? სად? როდის?“ სკოლის ასაკის მოსწავლეებს შორის ჩატარდა. აღნიშნული ჩემპიონატი საქართველოს საბიბლიოთეკო გაერთიანებების მიერ, საქართველოს ყველა ქალაქში ტარდება.  კონკურსში მონაწილეობას 5 ჯგუფი იღებდა, რომლებიც დაკომპლექტებული იყო მარტვილისა და სოფლის ბიბლიოთეკების მკითხველი მოსწავლეებისაგან.

კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომლის ერთერთი წევრი მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა იყო.

პროექტის მიზანია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობაში ბიბლიოთეკების პოპულარიზაცია და ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავება.

მონაწილე გუნდებმა სულ 20 შეკითხვას გასცეს პასუხი და ორი ტურის ჯამში გამარჯვებული, 13 ქულით, გუნდი „მირაჟი“ გამოვლინდა, რომელიც მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკის მკითხველი სკოლის ასაკის მოსწავლეებისგან  იყო დაკომპლქტებული.

პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო გამარჯვებული გუნდი, ზუგდიდში, 2017 წლის 20 იანვარს რეგიონალურ ფინალში  მიიღებს მონაწილეობას.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content