ბიუროს სხდომა

3 თებერვალს, 13:00 სთ-ზე,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია თავმჯდომარეობდა. ბიურომ, ორშაბათს, 6 თებერვალს გასამართი მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:

1.,,მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23  დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის  ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში  მცხოვრებ მოქალაქე ნატო გაბეშიას სამკურნალოდ  თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

3.მარტვილის მუნიციპალიტეტის   აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში   მცხოვრებ  მოქალაქე  სოსო     ხურცილავას  სამკურნალოდ თანხის ჩარიცხვის შესახებ.                                                                                         /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

4.მარტვილის მუნიციპალიტეტის  ნაჯახაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქე თემურ დანელიას მცირეწლოვანი შვილის ირაკლი დანელიას საზღვარგარეთ მკურნალობისათვის ტრანსპორტირების თანხის ჩარიცხვის შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content