23 მაისის ბიუროს სხდომა

23 ივნისს, 12:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
✔ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 23 ივნისს, 13:00 საათზე, გასამართ საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა განსახილველად.
📝დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
📌1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების – გარე განათების ბოძების, შპს ,,მაგთიკომი“-ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, სარგებლობის უფლებით პირობით გაცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌2. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით: 5460 კვ.მ და მასზე განთავსებული №1; №2; №3; №4 ნაგებობები ს/კ: 41.09.40.494) მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრისთვის ს.ნ. 235447628 უსასყიდლო უზუფრუქტის წესით (არსებობის ვადით) გადაცემის თაობაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌3. მარტვილის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის ღონისძიებათა 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
📌4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content