მარტვილში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები გაიხსნა

2017 წლის 9 აპრილს ქ. მარტვილის ცენტრალურ პარკში, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა – კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ადგილობრივი ბიზნესმენების მხრდაჭერითა და თანადგომით, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები საზეიმოდ გაიხსნა. ბიუსტების ავტორი მოქანდაკე – მერაბ მეტრეველი, ბიუსტის დადგმის ინიციატორი – მარტვილის საკრებულოს წევრი ირაკლი ჯამბურია. გახსნის ცერემონიალს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი – კონსტანტინე გამსახურდია, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content