2021 წლის 8 თებერვალს 13:00 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

🟦 2021 წლის 8 თებერვალს 13:00 საათზე საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია უძღვებოდა,სხდომას ესწრებოდა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ხურცილვა,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელია,ეკონომიკური განვითარების,ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი სიმონ რევია,ინფრასტრუქტურის,ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ცოტნე კაკულია და დაინტერესებული პირები.
👇სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:
🔷1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
🔷2. მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ; /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
🔷3. მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ. /მომხსენებელი-ალექსანდრე ხურცილავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე/
✅ აღნიშნულ საკითხებზე მიღებულიქნა შესაბამისი განკარგულება და დადგენილებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content