17 მარტის საკრებულოს მორიგი სხდომა

17 მარტს, 12:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
სხდომას მერიის სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საკრებულოს სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 17 მარტის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე;
/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი – ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლისთვის ეთერ შავდიას სახელის მინიჭების შესახებ.
/მომხსენებელი – კახაბერ ჯგერენაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content